გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!
გახსოვდეს ვისი გორისა ხარ! და თუ არ გახსოვს, თუ ვეღარ ამჩნევ მამის ნამყენს და დედის ნაქსოვს, თუ დაგავიწყდა იმ ჩუქურთმის იმ ხატის ფასი, თუ გააჩუქე წინაპრების პლოსტიც და ფლასიც – რიღასთვის იხვეჭ მოსაღვეწელს, რიღასთვის ზრუნავ, ან ოქრო ვერცხლით ვისთვის ივსებ ბუდეს და ბუნაგს, ან რატომ უქშევ შენს ვენახში ჩაფრენილ ჩიტებს, ანდა „სამოთხის გასაღები“ და „სულის კლიტე“ რაღად გჭირდება! – ცეცხლს მიეცი წყალს გაატანე, რომ ბედნიერი იყო მარად, როგორც ტანტალე…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი