ოხ,მახსოვრობის ბოროტო ღმერთო!


ოხ, მახსოვრობის ბოროტო ღმერთო!

ჯერ კიდევ გუშინ ცეცხლივით ენთო,

რაც დავიწყების უკუნეთს ერთვის

და უკვე აღარ არსებობს ჩემთვის

აღარც ის სახე… აღარც ის წუთი…

და ახლა, როგორც პანდორას ყუთი,

ცარიელი ვარ…

ჩემს ფსკერზე მხოლოდ

განმეორების იმედი ცხოვრობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი