ასპინძის ომი


(მეფის ირაკლის მეორისდა
ოსმალ_ლეკთ_შორის 1770 წ.)

ქვეყნად ვეძებდი სამოთხეს, სამხრეთისაკენ ედემსა,
ევფრატის გაღმა გავხედე გადახრუკულსა ქედებსა,
აქ ვერ ვხედავდი ევასებრ მშვენიერებსა დედებსა,
არც სად ხეხილსა, არც წყალში ამაყსა თეთრსა გედებსა!
შევკრთი, რომ ვნახე ქვეყანა უდაბური და მწირია,
მოვბრუნდი, მხარი ვიცვალე, ჩრდილოსკენ ვქენი პირია,
ვიარე, არ შევიმჩნიე, მე ჩემი გასაჭირია...
ან კი რა მეთქმის? __ კაცის თავს ვაება დიახ ხშირია!
აგერ მოვიდა და ვშევხვდი სანატრელს ნეტარებასა!..
ვიპოვე იგი სამოთხე, ვინ მოსთვლის ამის ქებასა,
გადაჭიმულა წალკოტად, შეხედეთ ღვთისა ნებასა.
ეს საქართველო ყოფილა, _ ჰხვედრია ღმრთისა დედასა!..
ორი ზღვის შუა მდებარებს ქართველთა მიწა_წყალია,
ჰყვავის და ჰყვავის მუდმისად, ყინვისგან დაუმზრალია,
შიგ ბანოვანნი კეკლუცნი, მტრის თვალმა ჯერ ვერ დალია,
ვაჟ_კაცთ ცალ ხელში ჯვარი აქვთ, მეორე ხელში___ხმალია!..
ვიშ, რა ხალხია, რა ტურფა, რა გულოვანი, მოყვასი,
უხვი, მხნე, ქრისტეს მორწმუნე, მტკიცე რჯულისა, კისკასი;
შურით, იჭვით და ტრფიალით მათ გადმოსცქერის კავკასი,
ნოეს კიდობნის მტვირთველიც და ურწმუნონი ათასი!
რა ქვეყანაა, რა ჰშვენის, დამატკბობელი სულისა,
ვაზი ვარდს გადახვევია, გამლაღებელი გულისა,
არ ეკრძალების კავკასის, ღრუბლებით დაბურულისა,
ებუგურად ჰხადის ამ მთასა, ზოგჯერ მიზეზად წყლულისა!..

I I

აქა მეფობდა ირაკლი, გულადი, შეუპოვარი,
ნამდვილი მეფე ყმათათვის, სიკეთის დამმახსოვარი,
მი ხელში ყველა ხარობდა: მოხუცი, ძუძუ_მწოვარი,
არვისთვის შურდა ნასოვნი არც მამის დანატოვარი!...
იყო მხნე, დაუღალავი, ხმალზედ ეკიდა მას ხელი;
ყველა აქებდა ირაკლის, მტერიც არ ჰყვანდა მძრახველი,
იყო ქვრივ_ოხრის მფარველი, მამა ობოლთა და ქველი,
მოძმე, მოყვასი ლაშქართა, __მით ისახელა სახელი!...
ვაი იმ დროსა, ირაკლის მტერი გარშემო ესია,
ხმლიტ იგერებდა ბილწებსა, იმთთვის გაულესია,
დღეს ერთს იფრენდა, ხვალე სხვას დაჰმართის უარესია,
არ შეარჩენდა არავის, _ეს იყო მისი წესია!...
დააქროლებდა ირმასა პატარა კახი, მალადა:
ერავანს იქით ქურთებსა ხარჯს ახდევინებს ძალათა
ნათლის მცემელთა;ეკებსა თავს დაესხმება კალადა
იორზედ მოამბესაცა აღარ გაუშვებს მშრალადა...
მოუბრუნდება ქურთებსა და არეზს გააცილებსა
სამგორში ხირიმს დაუშენს, არცერთს არ დააცილებსა,
სამაჩაბლოში, კეხვისსა, ლეკებს ჩაამტვრევს კბილებსა!..
და ახმეტაში დაესხმის, სულ აუტირებს შვილებსა!..
რა გაიმარჯვის, მობრუნდის, ცოტა ხანს დაისვენებდის,
ილაღის, იმხიარულის, მოყმით მხარს დაიმშვენებდის,
გაცემდის, უწყალობებდის, ცოტას არ დააჯერებდის,
იწვევდის სტუმართ, დიდებულთ, კეთილად მოიხსენებდის.
თუ რომ მეფეს და ქვეყანას მტერი სჭარობს __ გაჭირდება,
მტერი მძლავრობს, მედიდურობს, მოყვარე კი __ გაძვირდება;
ერთს მოიმხრობს, ითათბირებს, მეორე კი _ გიმძიმდება,
მაშინ გინდა ჭკვა და ფიქრი, _ თორემ სევდა გიხშირდება!
იმ დროს მეფეს ოსმალეთი უხდებოდა მეგობრადა;
ლეკები კი _ სწორედ რომ ვთქვათ დადიოდნენ მეკობრადა;
დარჩა მარტო ქირიმ-ხანი არ ჩააგდებს არაფრადა,
თუ მობრძანდა, პასუხს გასცემს და გამოვლენ ბარიბრადა...
ნაშინ მეფე ირაკლისა საქმე ძლიერ დაეცარა,
ხონთქარი და რუსთ-ხელმწიფა აშლილიყვნენ საომრადა;
ეკეტირინას ენება, რომ ირაკლი მოეხმარა
და იმისთვის ტოტლებენსა იერლიყი მოსცა ჩქარა.

III

ღენერალი ტოტლებენი ქრცხინვალს იდგა რუსის ჯარი,
წინა წელში მოსულიყო, რუსეთიდან, არ მოპარვით,
ოსმალებთან შეტაკებას მოელოდა სულით მწარით,
აჰა, წიგნი მოუვიდა მეფესაგან მას სიჩქარით.

გადაიკითხა, წამოხტა და ირაკლის მიაშურა,
ტფილისისაკენ გასწია, მისი ხილვა მოიწყურა,
კარის კაცი უწინ ნახა, არავინ არ მოიმდურა,
მერე იახლა მეფესა,ამბორი დაიმსახურა.

მოახსენა: `დიდებულო, მომივიდა ბრძანებაო,
ჩემის მეფის, უძლეველის, ვისიც არ ძალ_მიძს ქებაო,
მოგიწვიოთ მის მომხრეთა, დამრთეთ, მომეცით ნებაო,
შავებათ ოსმალს, ძირს დავცეთ, ორს ვეღარ აგვიდგებაო...~

რა მოისმინა ირაკლიმ, შუბლზედ გადისო ხელია,
ჩაფიქრდა, რაღაც აზრზეა, ვითა შორს დამნახველია,
და უპასუხა ტოტლებენს: საქმე სთქვი ჩემდა ძნელია,
დღეს ურიგდები ოსმალოს, - ღალატი რა საქნელია?..

მართალია პატივსა_ვცემ, დიდსა მეფეს და ძლიერსა,
ერთმორწმუნე მირჩევნია სხვა სჯულისა სულიერსა,
მაგრამ მტრები, თქვენ რომ წახვალთ, დამიჩაგვრენ სულმთლად ერსა,
დააქცევენ საქართველოს და დამსომენ ცარიელსა!...~

აქ ტოტლებენმა ირაკლის ჰკადრა: `რად ვაკლებ ნდობასა?
ეკატერინა დიდია, მოგფენს თვისს მფარველობასა,
მტერს მოგაცილებს, ფასს დასდებსს შენს ხმალს და ერთგულებასა,
წყალობას მრავალს მოგიძღვნის, გიზამს დედობას, დობასა!...

ნუ დაენდობი ურწმუნოს, შენზე ღალატად მოსულსა,
ან რა ხელს მოგცემს თათარი, თუ არ დაგიფრთხობს ტკბილს ძილსა?
რისთვის დაინდობს შენს ერსა, იმის საყვარელს ცოლშვილსა?
რა კავშირი აქვს ჯვართანა მაჰმადის სჯულით მოსილსა?..

შევერთდეთ, სიტყვა ირწმუნე ეკატერინე დიდისა,
ნუღარა გჯერა თათრისა, უსჯულოისა, ფლიდისა,
გაბედე ღვთის გულისათვის, დრო აღარ არის რიდისა,
ვეძგერნეთ ოსმალს, დავლეწოთ, მანამ ჭკვას მოიმკიდისა!..

ჩაფიქრდა მეფე ირაკლი: `კარგია, -ბრძანა, - მჯერაო,
ვენდობი უფრო იმასა, ვინც ოსმალთ დამამტერაო,
თუ დამესია უსჯულო, ყოფილა ბედის წერაო,
ამას ხომ მაინც იტყვიან: `ირაკლი მოიგერაო!..~

შევყრი ლაშქარსა, ვუბრძანებ, ხმალსა გაიკრან ხელია,
გასწიონ აწყვერისაკენ, შენც ჯარითიქ მოგელია,
იქა ვარ შენი მოძმეი, იქა ვარ სისხლის მღვრელია,
არ გეგონოს კი, უცნობოდ დავრბოდე, როგორც ხელია!...

მშვიდობით!... ახლა მიბრძანდი, შენ მოამზადე ჯარია~...
ასე გათავდა თათბირი, როგორც ირაკლი ჩქარია!...
აქ ტოტლებენმა მადლობით გავლო სასახლის კარია...
შეიქნა ვაჟ_კაცთ მოწვევა, შეიძრა მთა და ბარია!..

IV

იფრიდაები გაგზავნეს ქართლსა, კახეთს და მთაშია,
ოსმალ_ლეკებზედ იწვევენ არჩეულს ხალხს ლაშქარშია,
ისინიც აგრე შემოკრბენ, თითქოს მოვიდნენ მკაშია,
მოიმღერიან ბიჭები, მხნეობა ისმის ხმაშია!..

რაზმი და რაზმი დააწყეს, მიუჩინეს უფროსები,
ცხენოსანი და ქვეითი სუყველანი ვაჟ_კაცები,
ქართლ_კახეთი, თუშ_ხევსური, არ მოჩანან აქ ოსები,
მაგრამ ზეით თუ არიან, სადაც იცდიან რუსები.

შეხედეთ ამ ჯარს, მშვენიერს, იმათ მხარ_კლავსა, ბეჭებსა,
წითელ გულის_პირს, ყაწიმებს, შალვარში ჩამჯდარს ბიჭებსა,
ხმალი, ხანჯალი, დამბაჩა, ლეკებს არ გააკრიჭებსა,
თოფი, სიათა, ხირიმი, ოსმალის გულზედ იჭექსა!!..

ვინ ვის სჯობია ამათში, აზნაური, თუ გლეხია,
თავადიშვილი, თუ გლეხი, ყველა მტრისათვის მეხია,
ამათმა მტერმა ქართლიდან ამოიკვეთოს ფეხია...
ამათზედ, ვგონებ, არავის ბევრი არ ადუკვეხია!..

დაიწყო ჯარი, დაიძრა, გაშალეს დროშა ალამი,
ჰკრეს ბუკსა, დაფ_დაფი იკბის, დიდი რამ როგორც ხალამი,
ზურნა, ნაღარა, კიჟინი, ვით ასწერს ამას კალამი?..
მობრძანდა მეფე ირაკლიც, ჯარს შემოსძახა სალამი!..

იარა ჯარმა, ავიდნენ, რუსს ამოუდგნენ მხარშია,
მეფე ტოტლებენს უღიმის, არ არჩევს თავის ძმაშია,
გასწიეს ერთად, შევიდნენ ბორჯომის ხებაშია,
ირაკლი ჯარებს მიუძღვის, თან ახლავს ექიმბაშია.

გიორგი ბატონიშვილიც იქა ბრძანდება ჯარითა,
აქ ახლავს ბარათაშვილი, დემურაშვილი დავითა,
ხატულაშვილი სოლომონი, სოლომონ მეითარითა
ამ ვაჟკაცების ყურებით მტერი გასკდება ჯავრითა!..

აგრე იარეს, მივიდნენ, აწყვეს მიადგნენ ციხესა,
აქ მოდარაჯემ შეუტყო, ციხიდან სროლა იწყესა,
ჯარი შეჩერდა, მოუსხდა ვინ კლდესა, ვინ ქვას, ვინ ხესა...
დამშვიდებული ომი სჯობს, აცქარებულ სიფიცხესა.

V
სჭექს და მოქუხს ზარბაზანი, თოფების ტკაცა_ტკუცია,
სამი დღის და ღამის ბრძოლას ციხე ძირს ვერ დაუცია,
ტოტლებენი მოღრუბლულა, ხმა არვისთვის გაუცია,
ზოგი იტყვის:,,მტრის ენასა ირაკლი თუ გაუცია?..”

დილით მეფეს მოახსენეს უცნაური რამ ამბავი.
,,წუხელ გრაფი აყრილაო, აღარა აქვს ჩვენი თავი,
ქვეით მიდის ქვიშხეთისკენ, ჯარი მიჰყავს დაუცავი,
ვა_თუ რამე მარცხი შახვდეს, ვა_თუ დავრჩეთ ჩვენ პირშავი?..”

რა მოხსენდა ეს მეფესა, შემოიკრა თავში ხელი,
ზე მოაჯდა თეთრსა მერანს მოკლე გზა აქვს დასაქსელი,
გადაიჭრა ბილიკებით დაქანცული, ოფლით სველი,
შეუძახა:,,ღენერალო! მომიცადე, თუ არ მელი!..”

ჩაიჭრა და შეევედრა ტოტლებენსა მოწიწებით:
,,ეს რა მიყავ, დალოცვილო, აღარ ვიყავ შენის ქებით,
აგრეც ღმერთი გადღეგრძელებს, გამობრუნდი შენის ნებით,
თორემ მტერი დაგამარცხებს, ჩვენც შავრცხვებით, თქვენც ქახდებით!

ტოტლებენი მოუბრუნდა, მოახსენა ირაკლისა:
_,,მე ჯარებით წამოვედი, ბრძანება მაქვს დედოფლისა,
თურმე ოსმალსგაურიგდა, მტერი არ ვართ ოსმალისა,_
თქვენ ნუ სწუხართ ჩემთვის, მეფევ, იმედი მაქვს მე უფლისა...

დაბრუნება ჩემგნით არ ჰხამს, ვერ გავსტეხავ ბრძანებასა,
მომიტევეთ, დიდებულო, ვერ მივყვები თქვენს ნებასა,
ჩემს ხელმწიფას ეწყინება, მისას ვირჩევ მე ხლებასა,
თქვენ გაუძღვებით ოსმალთა, შეისხამთ დიდსა ქებასა.~

ამ სიტყვაზედ ირაკლისა თვალში ცრემლი მოერია,
გრაფს შესცქერის მრისხანეთა, როგორც ორბი მშიერია!...
და უთხრა მას: `რა მიყავი?.. რათ დამიღუპე ერია?...
ოსმალთან ვიყავ განწყობით, ახლა კი ჩემი მტერია!..

შენ არ მიქადდი სიკეთეს, _ რუსეთის მფარველობასა?..
რა იქნა შენი თათბირი?... შენ არ მიქადდი ძმობასა?..
მეც თქვენი კალთა ვირჩიე, ურჯულო თათრის ყმობასა...
ახლა რაღა ვქნა, ბედკრულმა, ვეღარ მოვსულვარ ცნობასა!..~

`მე რას გავაწყობ, მიბრძანე ამ რვაათასი კაცითა?
მეტი არ მახლავს, შენც იცი, ვფიცავ მიწითა და ცითა,
მეტი კაცი სადღა შემრჩება საქართველოის დაცვითა?...
მტრის დევნამ, მოყვრის ღალატმა, გლახ გული ჩემი გაცვითა!...~

მერმე გულმშვიდად წარმოსთქვა საქართველოის პატრონმა:
`იწამე ღმერთი, გარწმუნებ, არ დაგიწუნოს ბატონმა!~
აქ ცალი მუხლი მოდრიკა მტრისაგანაც მოსაწონი
ვედრება ბევრი ისმინა, ყოველი სიტყვის ამწონმა...

_არ შემიძლია, ხელმწიფევ, _ სთქვა ტოტლებენმა, _ არაო,
ეს არ იფიქრო ჩემზედა, მუხთლობს, ან დაიზარაო;\'
თავს ნუ იმცირებ, აბრძანდი, ხვეწნა_ვედრება კმარაო,
ჩემს მეფეს უნდა ვეახლო, უნდა წავიდე ჩქარაო~.

ამის გამგონე ირაკლი, ზე წამოვარდა მარდადა,
თეთრსა მოახტა ტაიჭსა, მისთვის არ იყო ბარგადა,
მიაქროლებდა მთა_გორზედ, ეკალი უჩნდა ვარდადა,
რუსის ჯარის ის დიდად წუხს, გულში ჩაიჭრა დარდათა!...

მობრძანდა თავის ურდოში, ჯარსა ამხნევებს გმირია,
თვითონ პირისპირ იქ არის, საცა_კი, გასაჭირია,
იძახის: `ჰკაი მაგასა! ზედ დაამტვრიე პირია!...
თავი მოსჭერი ლეკებსა და ოსმალებსა ცხვირია!..~

შებინდდა. ომი შეჩერდა. დრო იყო დასვენებისა,
ირაკლიმ იხმო სარდლები, ღირსნი თამამად ქებისა,
ბრძანა: `გაგზავნონ კაცები, ჰქმნან ბატონისა ნებისა,
შეუტყონ რუსთა მშვიდობა, რომ მეფეს ეამებისა...

მერე უბრძანა: `ასე სჯობს, თუკი არა ვარ ფლიდია,
სულ აიყარონ ჯარები, ეხლა მცირე და დიდია,
წინა კაცებმა ასპინძას მტკვარზე აყარონ ხიდია,
თორემ ოსმალნი, რომ ვხედავ, ჩვენგნით დღეს მოსარიდია...~

დაიძრა ჯარი ქართველთა, ასრულდა მეფის ბრძანება,
ასრულდა მისი თათბირი, მისი სურვილი და ნება...
გათენდა, ვიღაც გამოჩნდა, ქარივით მოექანება,
იძახის: `რუსნი გავიდნენ, არ მისცემიათ რამ ვნება!..~

სამშვიდობოში რუსების გასვლა იამა ირაკლის.
აწ ხელგაშლითა ბრძანება, აქ ბევრს აღარ ინაღვლის,
თითო ჰყავს, ათასს სჯობია, მათით შეავსებს დანაკლისს,
ოღონდ კი შაჰხვდეს მალე მტერს, ამას ნიადაგ ინატრის!~

VI

ათიათასი ოსმალო, ლეკებს რომ ქართლზედ ამტერებს,
დასდევნებია მეფესა, მოჰსმია ასპინძის სერებს,
ქართველთ თარეში იმ დროსვე, თურმე მათ სოფლებს ამტვერებს
შაჰხვდნენ ოსმალნი და ჰხოცვნენ, ირაკლი ძლივსღა აჩერებს!...

ბატონს მოჰხსენდა, _ რომ მტერი კიდევ მოელის ჯარებსა,
გარს შემოერტყმის, დაამწყვდევს, შეუკრავს ტაშის კარებსა,
ჯარს ამოუწყვეტს, გაჟუჟავს, მიწას არ მიებარება...
აგერ მოაწვა კიდეცა, ჯარს დავლით გაახარებსა!...

მოაწვა ლეკი, ოსმალი, გაჭირდა, საქმე ძნელია,
დასწიეს ქართვლის ჯარებსა, ერთ_პირად მიჰყვეს ხელია,
მეფე გიორგის იბარებს, შველა ჰშხამს საქებელია,
გაჭირდა საქმე, ქართველთა ღმერთიღა არის მხსნელია!..

მოიხმო მეფემ ივანე, რომ ახლდა ექიმბაშია,
უბრძანა: `გასწი საჩქაროდ ბატონისშვილის ჯარშია,
სთხოვე გიორგის გვიშველოს, აქ ამომიდგეს მხარშია,
აქ მიჭირს იმისი ჯარი ქართველთა სისხლის ღვრაშია!`

ივანემ ცხენსა გაქუსლა, მიიჭრა გიორგისთანა,
გადასცა მეფის ბრძანება, როგორც ჰხამს კარგი ყმისაგან,
ევედრა: `ბატონიშვილო, მობრძანდი ირაკლისთანა,
უწირს მამათქვენს, არ ახლავს, მშველელი თქვენი ხმლისთანა!.~

გიორგიმ ბრძანა: `ივანე, მოდი შენც ჩვენთან დარჩიო,
მერწმუნე, ჩემსა მოყმეში, მე შენ არ გამოგარჩიო,
ნუ მეღრინჯები ამაოდ, როგორც ფარჩლისა ჩარჩიო,
თუ გაუჭირდა მამაჩემს, მაშინ სხვა უნდა ვარჩიო!`

გიორგის მხლებმაც შესძახეს: `ივანე, დარჩი ჩვენსაო,
დახე ჩვენს წყობილებასა, დახე, ჩვენს სიმაგრესაო~...
ივანე გიორგისა სთხოვს:`გაფიცებ მამათქვენსაო_
წავიდეთ, თორემ ქართველნი, ლამის სულ ამოწყდესაო!~

არა, ივანე, აქ დარჩი, ჭკვიანნი ასე შვრებიან~...\'
_ `დარჩი აქ~, სხვებმაც მოსძახეს, - `არა! რას მეუბნებიან?..
ირაკლის სახელსა ვფიცავ, ესენიც კარგს არ შვრებიან,
წავალ და მეც იქ მოვკვდები, სადაც ქართველნი სწყდებიან!...~

ივანემ ცხენსა გაჰქუსლა, მიეჩქარება ერთგული,
ესმის ხმა ზამბულაკისა და უწუხს ექიმს გლახ_ გული,
აგერ ლასქარიც გამოჩნდა, მებრძოლი, მტერთან შერთული,
ნუგეში არა მიაქვს _ რა, ამაზედ სწუხს ბედA_ კრული!...

ბატონი შემდგარი სერზედ სარდლებში უმშვენებს მხარსა,
მტერი მზლავრობს და მოიწევს, ლამის შემოერტყას გარსა;
აქ ირაკლი მოტრიალდა, გადახედა მთას და ბარსა.
მოუბრუნდა ქართველებსა, გადასძახა თავის ჯარსა:

`გამიგონეთ, გულის ძმებო! ოსმალი შემოგვესია,
მტერს ზურგი არ დაანახოთ, ეს ხომ ჯაბანთა წესია,
დღეს გვაქვს სიკვდილის ლხინია, მინახავს უარესია,
ეცით გულდაგულ მაგათთვის ჩვენ ხმალი გაგვილესია!...

რომ დავმარცხდეთ, რა იქნება? _ ვერ მიუვალთ ჩვენსა ქალებს,
პირშავები, შერცხვენილნი, სად გავახელთ მაშინ თვალებს?...
ქართვლის ქალი, მართლად მწყრალი, ისევ ჩვენზედ ივალალებს,
სჯობს ამოვწყდეთ, ვაწეწინოთ ჩვენზედ თმანი, იმ მალალებს!...

გავსწყდეთ, ძმებო, სჯულისათვის, მამულისთვის სისხლი ვსთხიოთ,
შემწეთ ჩვენის სიმართლისთვის,_ მაღლით ღმერთი მოვიწვიოთ,
ვეცნეთ მტერსა, დავერივნეთ, დავიფრინოთ, ხმლითა ვსდიოთ,
მეც თქვენში ვარ, თოფი მკარით, თუ სისუსტე შემამჩნიოთ!...

გამიგონეთ, გულის ძმებო! მოისმინეთ ჩემი აჯა,
ეკვეთენით მაგ ჩვენსა მტრებს, გაამხნევეთ თქვენი მაჯა,
მამულისთვის დახოცილთა, ღმერთმა ნეტარება ჰსაჯა,
აბა, ძმებო, ჰკა მაგათა!.. ღმერთმა თქვენს მკლავს გაუმარჯვა!..

_გავსწყდეთ! _ შესძახეს ჯარშია. _ ვეცნეთ ოსმალს დაღალულსა,
დავერივნეთ, _ იძახიან, _ თუ გვხედავენ დაძალულსა?
`დედა შეერთოს ცოლადა~, ვინც უღალატოს მამულსა!
ვინც არ იბრძოლოს ვაჟ_კაცად, ლაჩარსა_ ჰგვანდეს მალულსა!..

`დავერივნეთ! გავწყდეთ, გავწყდეთ!...~და შეიძრა ისევ ჯარი...
ვინ ლეკს ეცა, ვინ ოსმალოს, ვინ ვის დასცა თავში ზარი,
ვინ მტრის ბრძოლით მაძღარია, ვინ არ არისსისხლით მტკბარი?
მეფე-კი ერთს შესცქერია, ამის ფიქრი იქით არის...

ის ყოფილა ლეკი ვინმე ნაქები მთელს დაღესტანში,
კოხტა ბელადს ეძახიან, არ ინძზრევა ცხენზედ ტანში,
ქართვლის ჯარი შეაყენა,მრისხანეობს, ჰყავს ყოყმანში,
და იძზახის:,,ირაკლი-ხან!გამობრძანდი!..” დაჰკრატაში...

აქ ივანემ ექიმბაში მოიჭრა და ძლივსღა ქშენა,
პასუხს ამბობს გიორგისას, აღარ უჭრის საწყალს ენა,
მაგრამ მეფე ყურს არ უგდებს, დრო არა აქვს იმოდენა,
თვალი დარჩა კოხტაზედა, იყურება იმისკენა.

მოაჯდა ცხენსა, გადიჭრა, ვით ელვა მკვირცხლი და მალი,
შვიდა ხევსური თან ახლდა, ეს იყო ირაკლის ძალი,
მივარდა კოხტა ბელადსა, მეხივით დასცა თავს ხმალი,
შუა გააპო, მაგრამა მკვდარი ცხენზედ ჯდა საწყალი!

დაჰკივლა: ჰკაი ამათა! არიქა წუნკალაებსა!
ვინა ხართ ჩემი მოყმენი, მოეფინენით კლდეებსა,
არ წაგივიდნენ ლაჩარნი, არ შეეფარნენ ტყეებსა!..~
ეკვეთნენ გმირნი ქართველნი, მტერს უბნელებდნენ დღეებსა!

აქ უყურეთ, ოსმალ_ლეკსა დაერია ქართლის ჯარი,
წასწევენ და წამოსწევენ, პანტასავით ცვივა მკვდარი,
ხმლები ელავს, კიჟინაა, აგერ მოდის სისხლის ღვარი,
ზამბულაკიც მკვახედ მოქუხს, ხმას იძლევა მთა და ბარი!..

დავით სარდალი მტერს ჰკაფავს, დიდგვარი ორბელიანი,
ბარათაშვილი ზაალი ლომგულობს ეს პირწყლიანი,
სახელოვანობს სოლომონ, ის თარხნიშვილი სვიანი,
დემურაშვილი დავითა ტრიალებს ხმალ-სისხლიანი!..

`კოხიო ბობღიაშვილი,_ აქებენ:_ რაებს შვრებაო?
_ გამგელებულა ეს თუში, წინ ვერვინ დაუდგებაო;
ნაკუდა ქუიძესშვილი, რა კანჯარივით ხტებაო,_
შვიდი დაკაფა ხმალ_და_ხმალ, რიგი ხანჯალზედ დგებაო!..~

იფრინეს მტერი, მისდევენ, ჰხოცვენ, იჭერენ ოსმალსა,
თოფის დუგლუგსა წაჰკრავენ, არც აკადრებენ მათ ხმალსა,
მტერი უხიდოდ დამხრჩვალი, მიაქვს და მიაქვს მტკვრის წყალსა,
საფლავიც ნუღარ მოელის, ან ვინ აღირსებს საწყალსა!....

გათავდა ომი ფიცხელი, კარგი და სახელოვანი,
სახელი ყველამ იშოვა, ვინც იყო აქ გულოვანი,
დავლა იშოვეს, ტყვეც ბევრი, არც ერთი მცირე წლოვანი,
ქართველნი მხიარულობენ, ოსმალთა იწყეს გლოვანი!...

აგერ მობრძანდა გიორგიც და მოულოცა მამასა,
გადაეხვია ირაკლი და ასე უთხრა ამასა:
`მტერს იქ ელოდი, მაგრამა, იქით არ ჰქონდა გზა მასა,
აქვე დავუხვდი მურდალსა, აქვე გადვუხდი ჭამასა!...

უღალატოს მამულსა!
ვინც არ იბრზოლოს ვაჟ_კაცად, ლაჩარსაიმხიარულეს დიდებულთ, საქმე დააწყეს დილისა,
ირაკლი ახლა სხვას ფიქრობს: მე დრო არა მაქვს ძილისა,
მტერი ბევრი მყავს, არ მინდა გავხდე იმათი კბილისა,
ვა თუ რამ ჭირი მოჰფინონ~, _ წასვლა დაესკვნა ტფილისსა.

VII

ცა მოწმენდილი ლაჟვარდი, ტფილისს დასცქერის მზიანი,
მთაწმინდა, სოლოლაკის მთაც, გახურებული კლდიანი,
მეციხვანები ფრთხილობენ, რომ არვის მოსცენ ზიანი,
მტკვარი მღელვარებს, ვერ მორწყა ქალაქი ბაღებიანი.

მყუდროებაა ყოველგან, დარააჯნი მაინც ფრთხილობენ,
განჯის კარს თვალი ადევნონ, დღე_და_ღამ ამას ცდილობენ;
დიღმის_კარს საფრთხე არ დასდევს, თუმცა არც აქ გულგრილობენ:
მრავაალნი მოქალაქენი ბაღებში ზურნით ლხინობენ!...

დედოფალი დარეჯანი შინ ბრძანდება სასახლეში,
სადილთ უკან, სამღერალად, ძოწეულსა ითვლის ხელში,
მტკვარსა რასმე გადასცქერის, ფიქრით ჰფრინავს სამოთხეში,
ჰფიქრობს კიდე ირაკლიზე: `სად რას არი, მთა და კლდეში?~

ამ დროს ქვრივი ბეგთა_ბეგის შემოვიდა, უცებ სტირსა,
შეიძახა: `დედოფალო~ და იხოკავს ფრჩხილით პირსა...
`თუ გაიგე _ ხმა გაისმა _ ბატონია გასაჭირსა.
რას უზიხარ, ავიყარნეთ, დავიხიზნოთ ტყისა პირსა!...”

რა ისმინა დედოფალმა, უცებ ზეზე წამოვარდა,
შეჰკივლა და შეიკივლა, იცრემლა და გულს იდარადა,
გაჰკრა ხელი, წამს წუღები გაიძრო, კარს გამოვარდა,
სიონისკენ მიაშურა, ხალხს მოჰფინა გლოვის ფარდა!..

ვაჟ-კაცნი ქუდებ მოხდილნი, დედები ფეხშიშველები,
მიდიან მღვთის-მშობლის წინა, მაღლა უპყრიათ ხელები,
ევედრებიან ღვთის-დედას, ჭირი აცილოს ძნელები,
მღვდელნი პარაკლისს იხდიან, ცრემლი ჩამოდის წველები!..

ყველამ დაკეტა დუქნები, აივსო მთლად ეკლესია,
გამოასვენეს ქუჩაში ხატები, როგორც წესია.
ხალხი ქვითინებს გულითა, ღაღადებს მათი მწყემსია!
ამ დროს იკივლა ვიღაცამ,,ოსმალი შემოგვესია!..;”

ერთი იძახის: ვინ სცრუობს?_ ეგ ქართველები არიან,
ოსმალოს ტანისამოსით მორთულან, მოუხარიანთ,
ოსმალოს მკვდრებიც წყალს მოაქვს, მათი მზიდავი მტკვარია._
ხალხს ვინ აშინებს? ვინ ბრიყვობს?_აბა რა სახუმარია?!...”

ამ დროს, მართლა, იქ მობრძანდა თვით ირაკლი გმირთა-გმირი,
თან ახლავენ თავადები, მოუმკიათ დიდი ჭირი,
ხატს ემთხვიენ სულ ყველანი, ხალხი იქ სდგა ანატირი,
მერე მეფემ დედოფალსა გადუკოცნა გული, პირი!..

შეიქმნა ხალხში სიამე, ხალხი არის მხიარული!..
გამარჯვების ხმა გაისმა გაუმრთელდა ყველას წყლული,
ყველას ტუჩზე ღიმი უქრის, არვინ მოჩანს დაჩაგრული,
მადლობაა_ღვთის წინაშე, სიხარული_ყველგან სრული!..

მეფე მობრძანდა სასახლეს, ჯერ არ ეკრა, ვგონებ, ბინდსა,
პატრუცაგი დაამზადა, ელჩებს ჰგზავნის ექვსს, თუ შვიდსა,
ასპინძაზედ გამარჯვებას რუსეთში სწერს, აღარ რიდსა.
იქ ნაშოვარს ტყვეებს ჰბედავს, რომ მიართოს მეფას დიდსა.

მეორე დღეს სასახალეში გამარჯვების სადილია,
დიდებულნი, სოვდაგარნი, იქ არიან, ხადილია
ბევრი წყალობა გაიცა_ქართველთ მეფის წადილია,
კიდევ ბევრს და ბევრს ჰპირდება,_ბატონისგან ქადილია.

შეიქნა ლხინი, მეჯლიში, ყანწის და ჯამის ტრიალი,
ჭიქების ტყორცნა, ღიღინი, გალობა,თასთა წკირიალი,
შეარხოშებულთ ვაჟ-კაცთსიმღერა, კულის კრიალი
გარეთ ზურნა, ბუკ-ნაღარა, დაფ-დაფი, ხალხის გრიალი!...

მეფე ადგა, დაილოცა, სიტყვა არ ჰსურს გააგრძელოს,
გამარჯვება ყველას უძღვნა, ყველასთვის სურს:_ისახელოს...
აქ სარდალმა სავსე ჭიქით დაიძახა:_ადღეგრძელოს...
გაუმარჯოს ირაკლისა!...გაუმარჯოს საქართველოს

ხალხმა ერთობ შემოსძახა:_ადღეგრძელოს! ადღგერძელოს!
_გაუმარჯოს! გაუმარჯო!
_ღმერთმა ხელი მოუმართოს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი