თარის დაკვრაზედ


კნეინა ანნა ზურაბის 
ასულს მაყაშვილისას

შენ აღძარი ძველი სევდა,
გულმან იწყო კვალად ძგერა,
დაჰკარ, ქალო, დაჰკარ თარსა!
გამაგონე სიმთა ჟღერა.
ნუ თუ უშენოთ ვარგოდეს,
ეგ ფუტურო თუთის თარი?
ნუ თუ სენი არ განკურნოს —
მსმენელს, ვინც კი ავათ არის?
არ აღუძრას გულსა ღიმი,
არ განფანტოს ოხვრის ზარი,
თუ კი ამის მომქმედია, —
წარმავალი რაღათ არის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი