ბუზი
ხარები მორჩნენ ალოსა, ბლომად გაჭიმეს ხნულები, ახლა შინათკენ მიდიან ჯაფისგან მოქანცულები… გუთანი მიაქვთ ღრიჭინით. ბუზი შამოხვდათ გზაზედა, შესძახა მეორე ბუზსა, შავ ხარს რომ აჯდა რქაზედა: _ „სადა ყოფილხარ, დობილო? რად დაგვივიწყე ჩვენაო?“ მან უპასუხა: „ვმუშაობთ, ვერ მოვიცალე მენაო, გუთანი გვება მინდორში, გამოვიყვანეთ ალოო, ახლა პური გვაქვს სალეწი, უნდა გავმართოდ კალოო!..“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი