ჩანჩქარი
სპეტაკი, მთაში ნაშობი, კლდიდან გადმოჰქუხს ჩანჩქარი, ცვივა და ცვივა სპეკალი, ზვირთი ზვირთს მოსდევს ჩქარ-ჩქარი. ზღვა წვიმად გამალებულა, ქუხს და ბუქი დგას თქორისა, შიგა ჰბუქნავენ, ცელქობენ სხივები მზისა შორისა. დაბლა ქაფი დუღს, შრიალებს, ჰბანს და ჰრეცხს სალსა კლდოვანსა, აქ ცისარტყელაც ამშვენებს ტყეს და ველს ყვავილოვანსა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი