წისქვილი


(აზრი რუსულიდან)

წყალი მომშხუის ღარშია,
გამალებული შხრიალებს,
ქაფი დუღს, სწინწკლავს, ბორბალი
ციბრუტივითა წრიალებს!

წისქვილი მოქუხს, დოლაბი
ბრუნავს და ბრუნავს მალადა,
ვარცლი ზანზარებს, ხორბალი
კრიჭაში მოცურს წყნარადა.

აქ სარეკელადაც ტაშს უკრავს…
ერთი შაჰხედეთ კუკნასა!..
წისქვილიც, მათი ამყოლი,
ცეკვავს და უვლის ბუქნასა…

თეთრი მტვერია ყველგანა,
არა ჩანს მზისა შუქია,
სპეტაკს ფქვილს ისვრის დოლაბი;
დამდგარა ხორბლის ბუქია!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი