მეფე და მისი შვილი


მეფე სცხოვრებდა მოწყალე,
მოსამართლე და მდიდარი,
მას შვილი ჰყვანდა ჭკვიანი,
უქრთამო,შეუსყიდარი.
რაკი მოხუცდა ხელმწიფე,
იფიქრა: „შრომა მეყოფა“
და თავის სიცოცხლეშივე
შვილს დაულოცა მეფობა.
მასთნ უბრძანა: „სანამ მე
ცოცხალი ვიყო, მანამდის,
ხელს ნუ შეახებ სალაროს,
დაიეც მცირე ფარამდის.
და როცა მოვკვდე, მაშინ კი
გლახაკებს უწყალობეო
ჩემის სულითვის, ეგება
გამეხნას ცოდვის ღობეო!..“
უსმინა შვილმა მამასა,
კარგად მეფობდა იგია,
ბჭობდა და მოსამართლობდა,
როგორც ხელმწიფის რიგია;
ღამე ვიდოდა ცხენითა,
უკან იახლის ლამპრები,
ამგვარი ყოფაქცევისა
არავინ იყო მომსწრები.
მოჰხსენდა მოხუცს, ჰკვირობდა
(დასაჯერადაც ძნელია),
და იხმო შვილი, აუხსნა
მან თავის საქციელია.
წარმოსდგა ნორჩი ხელმწიფე
და მოახსენა მამასა:
„თქვენ გიკვირთ ჩემი ქცევაო,
ეს მოაწავებს ამასა:
თქვენს შემდეგ გაცემულობა
არ წაგადგებათ არასა!..
არ გაგინათებთ ცოდვის გზას,
ვით მე ლამპრები ღამესა!..“
იამა მოხუცს შვლის თქმა,
იმას დაუჯდა ჭკვაშია,
ბრძანა და გასცა საუნჯე
ქვრივთა და გლახაკთ ჯარშია.

ეს თქმა, თუ გესმის, გვასწავლის:
ვაცხოვნოთ ჩვენი სულია,
ვიდრე ვცოცხალვართ, გლახაკთა
შევუმსუბუქოთ წყლულია.
ნათქვამიც არის: „გქონდესო
შენ ლმობიერი გულია“,
„რასაცა გასცემ შენია,
რას არა დაკარგულია.“

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი