მაისი


დადგა მაისი, მეჯლისობს
სამეფო ყვავილებისა,
თვალი ოცნებობს, გული ძგერს,
დადგა დრო ლხინის, შვებისა?
ყნოსვა დაგვიტკბა სიამით,
მრავალფერ სურნელებითა,
სმენა _ ფრინველთა გალობით,
მათგან უფლისა ქებითა.
ყვავილნი ფერადობითა
ერთმანეთს ექიშპებიან,
ბულბულნი ჰყეფენ უწყალოდ,
ვარდების ბუჩქზე ბნდებიან!
გაისმის მერცხალთ ჭიკჭიკი,
ბაღში _ კოლიმბურთ წკრიალი,
შაშვების სტვენა სევდიან,
სირთა ჟივჟივი, ჟრიალი!
მწყერჩიტა ზეცას მიფრინავს,
რომ უგალობოს უფალსა,
შედგა ჰაერში, ფარფატებს,
ბაზსაც არ უკრთის მუხთალსა.

მაისი გვალხენს, მეჯლისობს,
ვარდობის თვეა, შვებისა!..
ნეტა თუ გუთნისდედასაც
ჩვენსავით ელხინებისა?..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი