მ ო წ ო დ ე ბ ა
კავკასიისა მწვერვალებს ღრუბლები შემოჰხვევია, ჩემს გულსაც სევდა აწვება, ნაღველი შემოსჩვევია! კავკასის მთიდან ღრუბლები გაჰფანტა მზემ და სიომა, ჩემს გულს მზემ პირი უბრუნა, გრიგალმაც ჩემზე იომა! კავკასიის მთა განათლდა, ლაჟვარდს ცას ეკამათება, ჩემს გულს ვარამი ეხვევა, რა კარგი დაემართება?.. მოდი, გულის მზევ, ისწრაფე და გამინათლე გულია, რომ მედიდურად ვიმზირო, შენით დავიტკბო წყლულია!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი