გაზაფხულდა


გამოზაფხულდა, გათბა დღე,
ჩამოგვეხიზნენ მერცხლები,
ბუდე მიაკრეს ჭერშია,
დადეს ნაჭორფლი კვერცხები,
იქვე სხდებიან ტყუპადა,
დასჭიკჭიკებენ ტკბილადა,_
დროა ჩვენც გამოვიღვიძოთ,
რას მივარდნილვართ ძილადა!..
დროა ღობვისა, ბარვისა,
მოთხრა კაჭაჭის ფესვისა,
დროა მიწასთან ბრძოლისა,
დროა ხვნისა და თესვისა….
არიქა, ბიჭო, ვიჩქაროთ,_
იჩქარის ყველა სულდგმული,
კარგს ნიშნებს ვხედავ, ღვთის მადლმა,
უსაქმოდ მიწუხს სულ გული!…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი