თ. ე.-ისას
რად გინდა სარკე, შე ცელქო, შენა?… ხომ იცი, ზეცამ რომ დაგამშვენა? შენს სილამაზეს ეგ ვერ გიჩვენებს, _ მართლის ჩვენება განგებ იჩემებს… დასტურ გსურს ნახო შენ შენი სახე? აბა ჩემს გულშიც ერთხელ მონახე, ჩამოიხედე,_იქ ჰნახავ შენს თავს, _ ნამდვილ სურათსა, ანგელოსისმსგავსს…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი