სათიბი


(აზრი მაიკოვსკიდან)
აყვავილებულა მინდორი,
ლურჯად ბიბინებს სათიბი,
შიგ ღალღა გამოიძახის,
უხდება ჭრელი ქათიბი;
აგერ იელა ცელმაცა,
წამოაწვინა მოლია,
თან მოჰყვა ტურფა ღიღილო,
ყაყაჩო, თომი, ფოლია…
ნორჩი სურნელი ბალახი,
გვერდზე წამოწვა წყობითა,
ახარებს გულსა მცელველის
სიმწვანით, ყნოსვის ტკბობითა…
გამოშრა, ააბულულეს,
შედგა და შედგა ზვინები,
შიგა გორავენ ბალღები,
წამოდგეს დიდი ძირები…
პირუტყვის სარჩო მზადა გვაქვს
ზამთარს გავუძლებ, მგონია,
აბრეშუმივით თივა _ ხარს,
იგი ხომ ჩემი ღონეა!…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი