ზამთარი


(ყმაწვილის მოგონებანი)

საშობაოდ დაგვითხოვესნ,
დავისვენოთ ცოტა ჩვენა…
გასწი, ბიჭო, სოფლისაკენ,
გასწი, ბიჭო, შენათკენა!..
იქ, ახალსწელს, დედ- მამასთან,
შევეგებოდსიხარულით,
და ნაშობევს ახალსწავლას
შევუდგებით უფრო გულით.
აქ ტკბილ ფიქრში გავიხედე
ფანჯრიდამა, მეცა ელდა:
დღე იყო და მზე არ ჩანდა:
ჩამობნელდა, ჩამობნელდა!
ცა, ხმელეთი დაგვიღონდა,
ლეგა ღრუბლით დაბურულა,
არცა წვიმს და არც ქარი ქრის,
დილა ბინდად მიწურულა;
აგერ-აგერთეთრიფერფლიც
ნაზად, წყნარად, ცვივა, ცვივა,
ჰაერში კი სითბო არი,
არა ცივა, არა ცივა!ტოული
მოდის, აგერთვალი
ამიჭრელდა, ამებლარდნა…
მოუხშირდა, მოუხშირდა,
წამობარდნა, წამობარდნა…
ვხედავ, ვხედავ დაგვიზამთრდა,
მომაგონდა მე ზამთარი;
მომაგონდა პაწიობა,
მომაგონდა მე სახლ-კარი;
მახსოვს, როცა ბალღი ვიყავ,
მიხაროდა თოვლის მოსვლა,
თოვლის გუნდის გაკეთება,
სროლა, თოვლში გორვა, მოსვრა.
შვილდ-ისარით შაშვსა ვსდევდით,
შიტს ვუდგამდით კაკანათსა,
ლახტს ვუგებდით ბეღურებსა,
ვერ მხედავდენ მუხანათსა.
შევებმოდი მე ციგაში
და ზედ მიჯდა გოგიელა,
გადაბრუნდის ჩვენიციგა _
კოტრიელა, კოტრიელა!..
ბიჭები თავს შევიყრიდით,
ვხტოდით, ვჭიდაობდით ყველა,
ხან ერთი ძირს, ხან მეორე, _
ჰერი, ბიჭო, კოტრიელა!..
დაღალულნი, გათოშვილნი,
მოვდიოდით ღამე შინა,
მაგრამ ყინვამ და სიცივემ
ვერცეთი ვერ შეგვაშინა…
მეორე დღეს ყინულზედა
ვცურაობდით ნელა-ნელა…
უკან კოპი, შუბლზედ კოპი,
კოტრიელა, კოტრიელა!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი