ყვავილების სიმღერა


ვარდი

ჩემი ყნოსვა ტკბილია,
მაგრამ იყავ ფრთხილია:
მე მასხია ეკალი…
მეტრფის კაციდა ქალი.
მე მეძახიან ვარდსა,
გულს გადაუყრი დარდსა,
ფერითა ვარ ლამაზი,
ყნოსვით __ უცხო და ნაზი.

ია

გამოიცან, რა მქვიან?
მოვალ სხვაზე ადრიან,
მოგილოცავ გაზაფხულს,
სურნელებით გიტკბობ გულს!
ბუჩქის ძირასა ვყვავი
და მომიხრია თავი…
ჩემი სახელი __ ია,
ნაზი ვარ და გულღია!..

ზამბახი

ქართლში მქვია შროშანი:
ტეთრი, ჭრელი, სოსანი.
ვამკობ ბაღებს და წყლის პირს,
თავს არავის ვუხრი ძირს!..
მე გახლავარ ზამბახი,
პეპელების ამბოხი,
ჭიჭველა და პეპელა __
მე მეხვევა სულ ყველა!

სოსანი

ტანად ვარ იის ფერი,
არ შემრჩება ია ფერი;
გამწურვენ და ხარობენ.
მე ვამშვენებ ყანასა,
ყვავილს ჩემისთანასა
არვინა ჰყავს მგოსანი,
მე გახლავართ სოსანი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი