ქოროღლი
(ხალხური ლეგენდა) ქოროღლი სახელგანთქმული მოდის და მოიმღერისა, შეუპოვარსა, ძლიერსა, არ ეშინიან მტერისა… წინ შეეხეჩა ვიღაცა, თოფი ჰკიდია მხარზედა, არ მოერიდა ქოროღლის, ფეხი არ გადგა განზედა… ეწყინა ძლიერ ქოროღლის თამამი ქცევა მგზავრისა, აენთო, გულში გაივლო ამოყრა მისი ჯავრისა… მაგრამ ჯერ ჰკითხა უცნობსა, რაზედ თავხედობს იგია… ან რა რკინაა, რომ იმას ზედ მხარზე გადუკიდია?.. მგზავრმა არ გასცა პასუხი, მოიგდო თოფი ხელშია, ჰკრა ყორანს, სული გაუფრთხო, გაჰგლიჯა შუა წელშია… თავს ზარი ეცა ქოროღლის პირველად, რაც კი შობილა… გაიგო, თოფი რისთვისაც, რა მოსახმარიც ყოფილა… მაშინ წარმოსთქვა ვაჟკაცმა სიტყვა სწორი და მწარია. _ „ავი და კარგი გასწორდა, გასწორდა მთა და ბარია“…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი