ორნი ძმანი
ორნი ძმანი გაიყარნენ და გაიყვეს ყველაფერი, ისე მშვიდად განაწილეს, ჰკვირდებოდა მათი მტერიც; ორი ორმო პურიც გაჰყვეს, უფროსსა ჰხვდა კალოს აქეთ, მეორე ძმას მის პირდაპირ, იყვნენ ორნი ტკბილად და მხნეთ. უფროსსა ესვა ცოლ_შვილი, უმცროსი მარტოკაობდა, არცა რა ძმისა შურდა მას, არცა რას სხვისგან დაობდა, უფროსი თავის ორმოდგან პურს ამოიღის მალულად და ძმის ორმოში ჩაჰყრიდის, მის უხილავად, ფარულად; იტყოდის: „მომგებნი მყვანან ცოლ_შვილი, ღმრთისა წყალობა; მას კი არა ჰყავს არავინ, მარტოკა ჰხვდების წვალება…“ უმცროსიც თავის ორმოდგან პურს შეუმატის ძმისასა, იტყოდის: „მარტოხელი ვარ, სარჩოს ვიშოვი წლისასა; ის კი წვრილშვილით სავსეა,_ შევმატებ მისსა ქისასა!…“ უფალმა ორთავ უმრავლა… რაღად გინდა ქადაგება? დამიჯერე, საყვარელო, „კარგი ჰქენ და წინ დაგხვდება“.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი