რას აზუზუნებ მაგ ფანდურს?


რას აზუზუნებ მაგ ფანდურს?
დადე ეგ ოხერტიალი!..
რაკი მოუკვდა პატრონი,
სიმებმც შესწყვიტეს წკრიალი…
მოკვდა ვაჟურად ლაშქარში,
მომიკვდა ვაჟა_შვილია,
ოჯახს დედაბოძ წაექცა,
პერანგს შამიწყდა ღილია!..
ვიღა დასძახებს ფანდურზე?..
ოხრად ჰკიდია ფანდური…
ვერსად წაუხვალ ყისმათსა,
ბედსა ემაიდ ვემდური!

რო დაუკვრიდის, დაჰმღერდის,
გულსაც კი ეფონებოდის,
დაჰმღერდის მთასა და ბარსა,
ანგელოზ გეგონებოდის…
აქებდის ვაჟთა სიმარჯვეს,
იმათ ხმრლისა პრიალსა,
ლურჯა მერანის სიმარდეს,
მუხლსა და ოთხზე ტრიალსა!
უმღერდის გულის წაწალას,
ქალას ცა _ თვალებიანსა,
ფსიტივით მფრთხალსა, თეთრ _ წითურს,
დიაცს კოჭამდის თმიანსა…

ნუღარ აკვნესებ მაგ ფანდურს,
გული რამ მიღონდებისა,
ვერ ამაცრემლებ, გავსალდი,
შვილი რომ მაგონდებისა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი