სამი და
(აზრი რუსულიდან) სამნი არიან, ტოლნი არიან, მათი დანახვა გულს უხარიან: გადაუდვიათ დებს ხელი ხელსა, გადასცქერიან სარკმლიდგან ველსა, ცელქად ხუმრობენ და იცინიან, ქარი კი ჰგლეჯავს ხეებს ძირიან! გაფრინდა ჟამი, დრო წარმავალი, ორიღა მოჩანს სარკმელთან ქალი, ორნივ ოხრავენ, შესცქერენ ცასა და იგონებენ უბედურს დასა!.. ჩაფიქრებულან, არ იციან… ქარი კი ჰგლიჯავს ხეებს ძირიან… გაფრინდა ჟამი, დრო წარმავალი, ერთიღა მოჩანს სარკმელთან ქალი, მოღრუბლულია, გულმოწყვეტილი, ნამტირალევი და მოსხლეტილი! ტირის?.. სხვები რომ არა ტირიან?.. _ წვიმს და ქარი ჰგლეჯს ხეებს ძირიან!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი