ობოლი
აღარავინ ჰყავს მომვლელი: დედაც მოუკვდა, მამაცა, შავმა სიკვდილმა, უწყალომ, იმათზე გაიმამაცა. პურს ვიღა აჭმევს პაწიას? ვიღა დააწვენს ლოგინში? ვინ დაჰბანს, ვინ დაუყვავებს? სული გასძვრება ლოდინში. დედაც მოუკვდა, მამაცა, მარტოა, ერთადერთია, მაგრამ განგება დიდია, მისი დედ_მამა ღმერთია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი