დათვი და ცხვრები


ცხვრებს დაეხოცათ მწყემსები,
ძაღლებიც, მცველნი ფარისა,
დარჩნენ ოხრად და ტრიალად,
მტრისგანაც შესაწყალისად…
მოგეხსენებათ, მტრადა ჰყავთ
მხეცებიმრავალ გვარისა:
მგლები, აფთრები, ფოცხვრები,
მქონენი მახვილ ბრჭყალისა.
ავნი და შავნი…
ცხვარნი და კრავნი
რა დარჩნენ მარტოდ
და უპატრონოდ,
დიდხანს იხტუნეს,
უნავარდეს მზეს…
არ ახლდათ კაცი…
გაუძღვათ ვაცი
და მიიყვანა ერთს დაბურულსტყეს,
აქ დაბინავდნენ და დაისვენეს…
უცებ, შეხედეს, გამოჩნდნენ მგლები
და მოცუნცულდნენ პლუტი მელები,
მსურველნი_დასჭრან კრავებს ყელები!
ამ დროს გამოდგა დათვი მთაზედა,
ბღავის,
იძახის:
,,ნუ გეშინიათ, მოგეშველებით!..”
რა იცნეს იგი ბოხსა ხმაზედა,
მგლები შეცვივდნენ იქვე ტყეშია,
მელები შეცვივდნენ სოროებშია…
მობრძანდა დათვი…
არ იცის ხლართი,
როგორც მელიამ,_
მრუდის და მართლის პირში მთქმელია…
მოიხმო ვაცი და უთხრა
გულითა მტკივნეულითა:
გავიგე, დაობლებურხართ,
ამისთვინ ვწუხვარ სულითა;
ნუ გეფიქრებათ მტრისაგან,
მანამ მე გყავართ ცოცხალი,_
ჩემს კალთას ქვეშე იზრდება
ბევრი ბედკრული, საწყალი”…
,,თქვენს მფარველობას ჩვენ რა ღირსნი ვართ”, _
მიუგო ვაცმამჩხავანის ხმითა:_
თუ გვიპატრონებ, ჩვენ რაღა გვიჭირს,
მყუდროდ ვიცხოვრებთ თქვენით და ღვთითა”
ამ გვარის თქმისთვის, მორჩილებისთვის,
დათვი, გრძნობისგან თვალცრემლიანი,
თხას ჰპირდებოდა ჯილდოდ მრავალსა
და მთაც უბოძა მას თრიმლიანი…
დათვი დაბრძანდა ერთის ხის ძირსა,
ჰფლობს და პატრონობს ცხვრისა ფარასა,
ვინ გაუბედავს კრავი მოსტაცოს,
ვინ გაუბედავს ან მოპარვასა,
მაგრამ ყოველდღე_თითო აკლდება,
თუმცა ვიცით კი, რომ არ უკვდება!..
თურმე ბატონი, ეს ჩვენი დათვი,
ყოველდღე კრავებს ეთამაშება,
ხან გააგორებს, გამოაგორებს,
ასე აწვალებს, არ აძლევს შვებას,
ამდენსა სჯიჯგნის, რომ მიამკვდაროს,
შემდეგ დაჰბეჟავს, დაადებს ყურსა
და, ამნაირად, თითო ბატკანსა
ყოველდღე ჩაქნთქავს, როგორც კი ჰსურსა…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი