ბერუას ჩაფიქრება
ე როგორ არი, ვერ მივხვდი, როგორი განაჩენია? მიწა სხვისაა, ვქირაობ, შრომა კი მარტო ჩემია… როცა მღალატობს მზე_წვიმა, და მომიცდება ყანები, უფლის ნებაა, რა ვუყო, მე იმას ვეთაყვანები!… მაგრამ რომ ღალა მიწისა არ ასცილდება მთესველსა? სად რა ვიშოვო საბრალომ, ვინ მომაქვავებს ბედშავსა? ე შავი მიწა მაინც რომ სასყიდლად არა მქონოდა, შავ სამარემდინ _ რა ვიცი, მე რაღა დამაღონებდა?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი