გაზაფხული


თოვლი ატირდა ლანქერად,
ადიდდა ჩვენი წყლებია,
ბალღებს უხარის, დარბიან,
პაპას გაუთბა ძვლებია,
მიმჯდარა ბერი მყურდროზე,
ყავარჯენს მისჩერებია,
ქვეყანამ გამოიღვიზა,
სიცოცხლე მოსწყურებია.
წეროებს ვხედავ ცაშია,
დამწკრივდნენ, როგორც ისარი,
წინა-უკანას ხმას აძლევს,
უყვირის,როგორც ციცარი,
არც სცილდებიან ერთმანეთს,
ვით ძმა ძმკას შენეფიცარი,
მიფრინავს ჩრდილოეთისკენ
იმათი წესი ის არი…
აგერ მერცხალმაც ჰაერში
რა ცელქად შეინავარდა,
ბუზს იჭერს კამარაშია,
ელვარებრ ფრთები ამართა,
აგერ წყლის სარკეს გაეკრა,
მაგრამ შიგ კი არ ჩავარდა,
იამაც სუნი მოგვფინა,
რა ზამთარს სული გავარდა.
სუყველა ხარობს და გალობს,
სირი იმზადებს ბუდესა,
სახნის-საკვეთსა სწვერავენ,
ბოსტანს უვლებენ ზღუდესა,
ბუნებას ჰყვავის მრავალფრად,
დეე, ცივს ზამთარს ჰშურდესა,
ამგვარი ძალა, სიცოცხლე,
ვინ არის, რომ არ სწყურდესა?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი