გუთანი
,,გადი-გამოდი, გუთანო ღრირღიტავ, ბანი უთხარო,” სახნის-საკვეთო, გაუსვი, რომ კაჭაჭს ძირი უთხარო. ნიშავ, ნიკორას გაუწი, მაგას მოაბი მხარია, მეხრევ, გაუკარ შვინდასა, ცოტა ზარმაცი ხარია. გააჭიმინეთ ჯამბარა, დაჰმღერეთ ,,ოროველაო,” გადააშავეთ მინდორი, რომ დაგვნატროდეს ყველაო. GG ფრთასFაუწიე, სახნისსაც უმარჯვე გუთნის დედაო; ყამირის ბელტო, ნუ ნაზობ,PP გადადი ზედიზედაო! შენი ჭირიმე გუთანო, ნაკურთხო მაღლა ღვთისაო, მოხან, მოთესე ხორბალი, მოგიმკო სარჩო წლისაო. ,,გადი-გამოდი, გუთანო ღირღიტავ, ბანი უთხარო,” სახნის-საკვეთო, გაუსვი, რომ კაჭაჭს ძირი უთხარო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი