თვალები
ვეტრფი შავსა თვალებსა, ვეტრფი სხივებრ მაკებსა, სიყვარულით სავსეთა, ელვა არ მაკმარესა, დახე, მათთა კამკამთა, ჰკრიან შავთა წამწამთა,_ ისარი მკრეს მე გულსა, დღენი გამიმწარესა! მე არ მიყვარს თვალები, თუ რომ იყვნენ მწვანენი, ეშმაკობიტ სავსენი, ქაჯთა დასახმარენი, მე გულს შემიხმუჭვნიან, ვერას გავიხარენი,_ ნაპერწკალი არ იხრწნის მათში ბრწყინვალებისა! ნაცრის ფერი თვალები, გრილნი მეტად მკრთალები, ტყუილად კი არა სთქვეს_ ფიჩხულტდასაგვანები… რა წამს მათ დავინახავ;_ როგორ არ გებრალები,_ ჟრჟოლას ვიწვებ, მომივა მე დრო გაცივებბისა! წაბლის ფერსა თვალებსა, თავს ვინც ათაყვანებსა,მ სიმშვიდეს ემონება, მითვე ინეტარებსა, მათთან თვის საუკუნეს ტკბილად გაატარებსა,_ მარადიღა ილოცოს სახელი ღმრთაებისა! ვიშ, ვიშ ცისფერო თვალებო სიყრმისავითა მალნო! მე ნუ მიმზერთ მრისხანედ, ანგელოზთა სამალნო, თქვენი ელვა მსგავსია, ჩემი გულის წამალნო,_ ვითომც სხივი გფერნოდეს სამოტხის კარებისა!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი