ხარბი ქორი
ერთმა ქორმა ერთი იხვი ხელთ იგდო, ჭამა ენება, ჭანგვთა ჰყვა ისევ ცოცხალი, მისგან არ ჰქონდა რამ ვნება; ამ დროს შემკრთალმა კაკაბმა ზეიდამ ჩამოუარა, მას წაეტანა (ვინ იცის, მასაც დაიჭერს, თუ არა?) იხვი კი გასხლტა, ამბობენ: `თავსა უშველა კარგაო, ხარბს ქორს კი _ ზღაპრად იტყვიან__ ორივე დაეკარგაო!…~ `ხარბის თვალი რით გაძღება?…. (ნუთუ თქვენ არ იცითაო?) ნათქვამია ძველისძველად: `მხოლოდ შავი მიწითაო…”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი