მევენახის სომღერა


ვაზის ჭირიმე, ვაზისა,
უფლისგანკურთხეულისა,
წითელი ღვინის დედაა,
გამხარებელი გულისა!..
ვაზო, შვილივით ნაზარდო,
უკვაშებ გადგიგრეხია,
ჩაჰკონებიხარ ჭიგოსა,
შუაზე გადგიგრეხია…
თუ დაგიზურგავს ყურძნითა,
ვერ გაუძლია ბეჩავსა…
რად არ ამკიდე, ვზიდსავდი,
არ დავზოგავდი მე თავსა!..
ჭირიმე შენი ფესვისა,
მოვკვდები მე შენს ძირშია,
შენით ვარ მხნე და გულადი,
იმედით გასაჭირშია!
შენი ზედაშის მადლს ვფიცავ,
შენ არ მოგაკლო ბარია,
გაგხსლა, შაგყელო, გაგთოხნო,
არც კი ჩნდეს მონათხარია;
გაგფურჩქნო, გაგალამაზო,
როგორც რომ პატარძალია,
აღარ დავზოგო მე შენთვის
ჩემი ღონე ძაკია…

ვაზის ჭირიმე, ვაზისა,
უფლისგან კურთხეულია,
წითელი ღვინის დედაა,
გამხარებელი გულისა!..

მოპატიჟება სასწავლებელში

წამოდექით, ყმაწვილებო,
ტანთ ჩაიცვით საჩქაროზე,
აბა, თავი მოიყარეთ
სწავლისათვის თავის დროზე!….

რა ხანია მამლაყინჩამ
იყივლა და გაათენა,
მერცხალმაც კი იჭიკჭიკა,
არ დააცხრო ტკბილი ენა!…

აგერ ტყემაც გაიღვიძა,
შრიალებს და რაცღას ხარობს,
კოდალა ხეს უკაკუნებს,
და მწყერჩიტა ცაში გალობს!

მინდორი და ველი ჰყვავის,
ნამი ბზინავს ათასფერად,
მზემაც თვალი გააჭყიტა,
ამოვიდა მათ სამზერად…

ჭიანჭველები ველს მოედვნენ,
თითქოს რაღაც ჯოგიაო,
მოლაღურიც გაიძახის
მაღლა: `ბიჭო_გოგიაო!~…

ჭია_ღუა სარჩოს ჰზიდავს,
რომ გაივსოს თავის ბინა,
და ფუტკარიც მიზუზუნებს
ყვავილისკენ თაფლისთვინა!…

კაცი, მხეცი და ჩიტები_
ყველა საქმეს ჰკიდებს ხელსა,
მეთევზეა_ბადესა ჰშლის,
და მუშა კი იქნევს ცელსა…

წამოდექით, ყმაწვილებო,
თქვენც ახსენეთ ღვთის სახელი,_
ზარმაცები ღმერთს არ უყვარს,_
წიგნს მოჰკიდეთ აბა ხელი!…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი