მერცხალი


ეს რა ჩიტი მოფრენილა,
საიდგანა, სადაური?
თეთრგულა და ყელწითელა
შავზურგა და უცნაური?
-ვიცნობ მაგ შავთვალას
ზამთარშია ჰინდოური,
ახლა სტუმრად ჩვენ გვეწვია,
ზაფხულშია აქაური.
ეგ სირი ხომ მერცხალია,
ჭია-ღუის დიდი მტერი,
ბუზებს იჭერს კამარაში
არ წაუვა არსად მწერი.
უმანკო და ტურფა, ნაზი
სულ არ არის დასაჭერი,
მაგას უნდა უთავაზოთ
ბუდისათვის სახლის ჭერი.
დახე, ცაში როგორ მარდად
ნავარდობს და თითქოს ცურავს
ხან მიწის პირს ისარივით
მიფრინავს და ფრთასა სწურავს.
ჭიკჭიკობს და შეექცევა,
საქმეს არიგს დასამდურავს,
თიხას ზიდავს ნისკარტითა
და ბუმბულით ბუდეს ჰხურავს…
აგერ, ვხედავშემომჯდარა
რას ჟრურტულებ ნეტა, ჩიტო?
-”ბერი ცხონდა, ბერი ცხონდა-
ამბობს-ყმაწვილები ჟლიტო!”
-რისთვის?-რადგან ბუდეს უშლით,
აღარ დაუშალო ტიტო
ასე უთხარ, -არას გერჩით,
ჩვენო მტრედო, ჩვენო გვრიტო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი