ობოლი და მისი დედა


ობოლი ერთხელ ჰბედავსა
და ჰკითხავს თავის დედასა:
`ყოველს კაცს რომ ჰყავს__ხომ ვიცით__მამა,
მე რად არა მყავს, თუ ღმერთი გწამსა?..~
_ `შენც გყვანდა, შვილო, __მიუგო დედამ,_
მაგრამ, რა გითხრა? თქმასაც ვერ ვბედავ…
წყალში დაიხრჩო, საწყალობელი!..
დაგირჩი მარტო, შენი მშობელი!…~
`როგორ თუ წყალში?~_ ჩაჰკითხა შვილმა,
თვალცრემლიანმა, ობლად გაზრდილმა,
`ნეტა იმ წყალზედ არ იდო ხიდი?..~
_`დიახაც, შვილო, კარგი და დიდი,
მაგრამ შორს იყო მეტისმეტათა.~

კვლავ ჰკითხა შვილმა,
წყნარმა და ზრდილმა:
`ფონს რომ მიადგა მამა ხეტათა,
იმას რომ ევლო აქამდისინა,
ვერ მოვიდოდა, ნეტავი, შინა?..~
მაშინ ამაზედ მიუგო დედამ:
_`ისევ ბალღი ხარ, როგორცა ვხედავ!…
ეგ რომ მამაშენს მოჰგონებოდა,
ხომ წყალში აღარ დაიხრჩვებოდა.~

ხედავთ აქ ფონს დააბრალეს,
რადგან შორს იყო ხიდიო
(ქვრივმა ეს სთქვა მიზეზათა),
მაგრამ თქმულა ანდაზადა:
`შორი გზა მოუარეო
და შინ მშვიდობით მიდიო.~

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი