ყანა


ყანავ, შენ ჩემო ყანაო,
ნამი გეამა განაო!
გიხდება ოქროს ქოჩორი,
რამ შეგქმნა მაგის თანაო!..
ყანავ, შენ ჩემო ყანაო,
ტურფავ და ლერწამტანაო,
მარცვალს აამზადებ მსხვილ_მსხვილსა,
უფალმა ასე ბრძანაო!
გეთამაშება ნიავი
ზღვასავით ღელავ სვიანი,
შენი შრიალი მახარებს,
ღმერთმა გაშოროს ზიანი!
მზე დადგომია თავზედა,
გიყურებს კაი თვალზედა,
ციდგან დაგმღერის,
მე იმას ვიცნობ ხმაზედა.
აგერ ღრუბლებმაც შურითა,
სეტყვითა მონა შურითა
გადაგიარა გრგვივითა,
მესმოდა ჩემის ყურითა.
ღმერთო, აგვცილდეს ავია,
შენდა მოვხარე თავია,
დალოცე ჩვენი ნაშრომი,
გვიბოძე კარგი ხვავია!…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი