რას ერჩი მაგ ბიჭს, თათარო?


(თემურ_ლენგის დროების)

რას ერჩი მაგ ბიჭს თათარო!_
ხომ ჰხედავ, დაკოდილია?
მამულისათვის იბრძოდა,
რადგან მამულის შვილია…

რაზე ატყავებ, წყეულო?_
აგერა ვყევარ ძმობილი!..
_დასხლტა ისარი ფრთიანი_
გაგორდა თათრის შობილი!

შენ რაღას ერჩი მაგ ქალსა,
რაზედ აწვალებ შანთითა…
სჯულს ხომ ვერ შეაცვლევინებ,
თუ გინდ დამდუღრო ნავთითა…

რაძედა სტანჯავ, წყეულო?_
აგერა ვყევარ ძმობილი!..
_იჭექა ზეცით_ დაეცა
თათარი პირდამხობილი!..

შენ რაღას ჰკუწავ, თათარო,
ბალღებსა უსუსურებსა?
ნეტა ვიცოდე, მაგათს სისხლს
მაგრე რა მოგაწყურებსა?!.

ხელი შეაღე, წყეულო!..
რადა ხარ დაუნდობელი?…
_ დასხლდა ისარი _ და წაწყმდა
უსჯულო შეუნდობელი!..

აგრე იბრძოდნენე ქართველნი
მამულისათვის, სჯულისთვის,
ეწამებოდნენ ქრისტესთვის,
თავისუფლების გულისთვის!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი