რაზე მიწყრები, ყეენო?
(წარსული საუკუნოების ამბავი) რაზე მიწყრები, ყეენო?_ ვიბრძოდი ქარვთლის ჯარშია, დღეს შენი ტყვე ვარ, ხელთ დაგრჩი, რაკი დავიჭერ მხარშია… მამულისათვის ვიბრძოდი, რაში შემჭამე ღალატი?.. შენი რა მმართებს,ყეენო, თავს რომ მადგია ჯალათი?.. მე სჯულისათვის ვიბრძოდი, სხვა რა შემჭამე ავია?.. სჯულს არ შევიცვლი, ყეენო, არ მოვკვდეს ჩემი თავია. ამისათვის_თუკი გგონია_ მენა ვარ მოსაკლავია, თავი მომთხარე კისრიდგან, მომჭერ ფეხი და მკლავია, მაგრამ ყელს გიწევ, ყეენო,_ შენი შვილების ლხენასა,_ ისმინე ჩემი ვედრება: დღეს მე ნუ მოჭრი ენასა,_ მინდა მოკითხვა შევთვალო, ვილაპარაკო ქართული, ვადიდო იესო ქრისტე, სჯული ენასთან შართული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი