პურის მოსავალი


ბიჭო, პური შემოსულა,
ღელავს, ბზინავს ოქროს ფერად,
უფლის თვალი შიგ ტრიალებს,_
მოდით, ნახეთ, თუ არ გჯერათ!…
შიგ ნუ ჩავწვავთ, ცოდვა არის,
ნუ გავხვდებით ჩვენ ღვთის მტერად,
ნამგლებს პირი გავულესოთ,
გადავიქცეთ მთლად სიმღერად.

მოიმკო და გაიეწა…
დაილოცა შენი ხვავი!
მარცვალი ჰგავს შინდის კურკას:
სათესლე და დასაფქვავი…
ყველას ეყვის: ჯარს, ჯამაათს,
ეკურთხება მკვდარს საფლავი,
ჯალაბობაც გამოძღება,_
არ მოგიკვდეს ჩემი თავი!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი