დუმილის იყო ჩემი გზა ..
დუმილის იყო ჩემი გზა და ჩემი წარსული, და მერე, როცა დადუმების ზეცამ გადიღო, სიამისაგან ნასვამმა და ლუდით ნასვამმა, მე, პოეზია ამოსუნთქვით წელში გავტეხე და ერთიორჯერ კამათელიც გამისროლია, ასე დამთავრდა ჩემი გზა თუ პრეისტორია. ეხლა ცოცხალი სიკვდილისკენ მივეჩქარები, ფინეთში მოსჩანს და მგონია ვერვინ მიმასწრებს, მიმაქანებენ ასფალტები და მანქარები და მიჰკივიან სიკვდილისკენ, საიქიოსკენ სწორი მაქვს ალღო და სიკვდილის წამი მეშნიშნა, ამ ათობიდან მე, პირველი მივალ ფინიშთან.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი