ლამაზო გოგო ..


ლამაზო გოგო, პატარა გოგო,
შემოგხედე და ნუ კი გაწყრები,
შენი თვალები ტირიან როგორ
დაგწითლებია ცრემლით ღაწვები.

თუ მიგათხოვეს ვინმე მდიდარსა,
მოხუცებულიც ალბათ თუ არი,
ყური არ უგდეს სატრფოს მუდარას,
მშობლებმა ცივი უთხრეს უარი.

ეხლა ორივე ეწიეთ ვარამს,
რადგან ერთმანეთს მიეცით ფიცი,
ასეა არა?
ვიცი...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი