ლექსის მოლოდინში ..
ლექსის მოლოდინში მორჩა სიგარეტი, ლექსი კი არ მოდის რატომღაც და თუ სიგარეტით დარდებს ვიქარვებდი, ეხლა სიგარეტმაც დამტოვა. ეხლა იქნება საათის ოცდახუთი, ეხლა დრო არ არის სავაჭრო, მინდა ქუჩაში მაინც გავძლაყუნდე და ვინმეს თვალები დავარჭო: - ერთი სიგარეტი მიბოძეთ, ბატონო. - ინებეთ მთელი დღის მარაგი. - ბატონო, გმადლობთ. - არა ღირს. და მერე ვბრუნდები სახლში, რომ დავწერო, იგი, რაც ადრე ვერ დავწერე, ვცდილობ, ქაღალდზე ლექსი გავავრცელო და სიგარეტის ბოლს ვავრცელებ.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი