მახსოვს სიფითრე ..
მახსოვს სიფითრე და ჩურჩული თქვენი ბაგისა, მეუბნებოდნენ: ჩამოგყვებით სამარეშიცო, სად სიყვარული შეიძლება უსპეტაკესად - სამარადისოდ... ყველამ დატოვა, დავშთენილვარ თქვენი ამარა, და ეხლა ვხედავ - საიქიოს ვლიან ლანდები; დიდიხანია მე მიმელის ჩემი სამარე, წამობრძანდებით?
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი