მცირეა წამი ..
მცირეა წამი. ყველაფერი დნება და ქრება და უერთდება მარადიულს - მიწას და ჰაერს. მცირეა წამი, - და ვერ ვასწრებთ თვით ცაფიქრებას, ისე იოლად ჩაგვათავებს, ვით მწყემსი შაირს. მცირეა წამი სიცოცხლისა - ადამს რომ ერგო, თვითონ სიცოცხლე კი უსაბამო და უსასრულო. ო! მე კი მინდა, რომ სიცოცხლის დავირგა ნერგი, მოიხნას წლები და უჭვრეტდე ნაყოფს სასურველს. მცირეა წამი და სიცოცხლე დნება და ქრება - მცირეა ისე, რომ ვერ ვასწრებთ თვით ჩაფიქრებას.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი