ოცდაცხრა წელი მიიწურა ..
ოცდაცხრა წელი მიიწურა მას შემდეგ, რაც რომ მე დავიბადე, როს დავიბადე ცხოვრება მკაცრად მედავებოდა: - იყავ თვინიერი, დამჯერე, ყური მიუგდე ჩემი გულის ნებას, გაანძრიე მარჯვენა, შრომაში იპოვი შვებას. თუ არ მერწმუნები გწამდეს დაისჯები, იგრძნობ შეძრწუნებას თუ არ დამიჯერებ. მე ყური არ ვათხოვე მის მუქარას, უფრო გავთამამდი, გავხდი უქნარა, შემედრებოდა რა მეფე, რა თავადი. ცხოვრებამ მომიგო ცბიერად: გგონია ჩემ ნებას არ მონებ? შენ შრომობ ნაყოფიერად, შენ ებრძვი ცხოვრების კანონებს.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი