საკუთარ თავთან ..


საკუთარ თავთან როს დავრჩები, ძნელია ფრიად,
ფრიად ძნელია საუბარი საკუთარ თავტან,
ჩაუფიქრდები ამ ცხოვრების უკუღმა ტრიალს
და მოიგონებ ამბავთა ავთა.

დაგაწვებიან გულზე დარდნი გარდასულები,
უფრო ნაკლები სიმძიმილით, ვიდრე წარსულში,
შემდეგ ქაღალდი - ამ ამბების დადასტურება
და შემდეგ ფანქრის მიმოსვლანი, როგორც ჯაშუშის.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი