სასაფლაოზე დაწვა ღამე ..


სასაფლაოზე დაწვა ღამე, როგორც სიკვდილი
და საფლავები დაასამარა.
და სასაფლაო იდგა სფინქსივით -
თავის ამარა, ღმერთის ამარა, სუნთქვის ამარა.

და აღარყოფნა დადიოდა შრის საფლავთა,
შორის საფლავთა უშორესი იყო მანძილი...
სიცოცხლე ვერვის ვერ დადაფნავდა,
და მთვარე ცაზე აილანძება.

უცებ საფლავის შეინძრა მიწა,
მიცვალებულმა მოსაწყენი დასტოვა ბინა,
მერე საკუთარ ძეგლთანვე მიწვა
და მიიძინა.

აი, გათენდა, ამოვიდა მზე დიდებული,
გამოიღვიძა მიცვალებულმა,
მისი სიცოცხლე შედედებული,
მიდის სახლისკენ, არავინა ყავს გამცილებელი.

მიდის სახლისკენ და მან უნდა იძიოს შური,
იგი როდესაც... სიყვარულმა შეჰკივლა შიშით,
მოვარდა ქმარი, ამჯერადაც არ დაუხანა,
ჩასცა დანა და იშვა.

სასაფლაოზე დაწვა ღამე, როგორც სიკვდილი
ზეცაზე მთვარემ უმატა ბრწყინვას
და ვარსკვლავებით იხრებოდა ცა მოჭედილი,
როგორც ჰამაკი, მიტოვებული ცოტა ხნის წინათ.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი