შენ დამფრთხალი ნუკრი ..


შენ დამფრთხალი ნუკრი, მე დამდგარი ავაზა,
შენ დამფრთხალი ნიავი, მე დამდგარი ქარი.
საღამოზე მზე ჩავა, საღამოზე ჩავა მზე.
მოვა ფიქრი მწარე, მოვა ფიქრი მწარე.
შენ სიხარულს ეძლევი, როცა მე მეტირება
და შენ წუხილს ეძლევი, როცა მე მიხარია.
მე ვერ შეგედარები, შენ არც გსურს შედარება,
შენ ხომ მზეს ედარები უკვე დიდი ხანია.
მოდი, ფიქრი მაშრე, მოდი, ფიქრი მაშორე,
მერე თუნდაც დამტოვე, მერე თუნდაც დამტოვე,
ფართო გზა თუ გზა შარა, ფართო გზა თუ გზა შარა
გავიარო მარტომა, გავიარო მარტომა.
ასეთია სურვილი, ასეთია წყურვილი,
ასეთია სიცხეში ცხელი სულის ხურვება.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი