მოედნიდან მოვედინე ..


მოედნიდან მოვედინე,
როგორც თათრის ხონთქარი,
შენი კარის პოეტი ვარ,
შენს კარებზე მომდგარი.
ლექსით კარზე გიკაკუნებ,
არ იღება კარები,
აგრე როგორ გეკადრება,
კარს რომ არ ეკარები.
გამოაღე კარი ჩქარა,
ისე როგორც ფანჯარა,
ვინაც კოცნა არ იჩქარა,
უკოცნელი დამრჩალა.
ამ ქვეყნიდან ვინც წასულა,
იმ ქვეყანას მისულა,
რაც დაიკლო აქ ასულმა,
იქაც ვერ აღისრულა.
მაშ, გააღე კარი ჩქარა,
ისე, როგორც ფანჯარა,
ვინაც კოცნა არ იჩქარა,
უკოცნელი დამრჩალა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი