ვის ვუთხრა გალობა ჩემი?!
აი წმინდანი, ტაძარში რომ დაყუდებულა და იწვის, როგორც შეწირული უფალს სანთელი, ო! უსათუოდ შეიცნობდა თავს უბედურად, იესოს სული მას ისევე რომ არ ანთებდეს. ამ ქვეყანაზე ყველა იმას ეტრფიალება, ვინც მეტია და მათი ფიქრით მათზე ძლიერი, მთელი ქვეყანა ტაძარია, ისმის გალობა და ამ გალობით საუკუნო ცას ეძინება. ო! მე კი თითქოს ქვეყანაზე არა მყავს ტოლი, ვის ვეტრფიალო და ვის უთხრაგალობა ჩემი, არვის დიდება, ძლიერება არ ამათრთოლებს და მოკვთავთაგან არასოდეს გამომარჩევენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი