მე გულანშაროში
გულ-ანშარო, გულანშარო, სამეფოო ვაჭართა... ყველა ქალი ვიხილე და ნესტანი კი არ ჩანდა. ვინახულე ნავსადგურის ყველა გემის ბაქანი, ყველა ბაზრის დუქანი და ყველა საქულბაქონი. ლხინი იყო, ამოქონდათ ლოთებს სიტყვა გულიდან, ზოგი ღვინით მთვრალი იყო, ზოგიც - სიყვარულითა. გლოვა მესმა, - ალბათ სადმე აზიელნი მღეროდენ: უმღეროდენ ტანად ალვას, ქალას არა ცეროდენს. უმღეროდენ და მღეროდნენ ასე გულდამწვარები, გულანშაროს ეწვიაო ანგელოსი ყარიბი. მეფის კარზე მიიყვანეს, მეფესავე ბრძანებით. მეფის კარზე ფატმანები, გახდენ ნაფატმანები. გაიოცეს, არ იცოდენ, ასე თუ რამ დალოცა, გააოცა მეფეცა და მთელი გულანშაროცა. შემდეგ თურმე უჩინარი სადღაც გაპარულიყო... დაეძებდენ, დაეძებდენ, როგორც ჩვენში სულიკოს. გულ-ანშარო, გულანშარო, სამეფო ვაჭართა... ყველა ქალი ვიხილე და ნესტანი კი არ ჩანდა.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი