სახელწოდებების შეცვლა


წმინდა ხელოვნების მოტრფიალეებს,
უმდაბლესს უგზავნი სალამს,
ვაპირებ შეუცვალო სახელწოდება
ზოგიერთ საგნებს.

ჩემი პოზიცია იცოდეთ ყველამ:
პოეტი პირობას არ ასრულებს
იმ შემთხვევაში, როდესაც არ უცვლის
საგნებს სახელებს.

როგორ დაარქვეს მზეს მზე?
მზე რად უნდა ერქვას დღესაც?
მე მას დავარქმევდი - მისიფუსს -
კატას ორმოცმილიანი ჩექმებით.

განა ფეხსაცმლები არ გვანან კუბოებს?
მაშ, დაე იცოდე. ამას იქით და საუკუნოდ
წაღებს ეწოდება კუბოები.

დაიმახსოვრეთ და ყველას უთხარით,
რომ წაღებმა შეიცვალეს სახელწოდება,
დრეიდან მათ ეწოდება - კუბოები.

მაშ, კარგი, გრძელია ღამე,
და ყველა თავმოყვარე პოეტი
ვალდებულია საკუთარი გააჩნდეს ლექსიკა.
და მანამ დავიწყებას მივეცემოდე,
ღმერთს უნდა შეუცვალო სახელი.
მე უნდა მივცე უფლება ადამიანებს,
ყოველმა კაცმა, რაც მოესურვება დაარქვას ღმერთს.
დაე, ეს იყოს პირადი პრობლემა,
უაღესად პირადი - ყველა ჩვენთაგანისთვის.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი