სიკვდილი მოდის..
აი, ავიღე კალამი და მინდა დავწერო, მინდა დავწერო და დავწურო გულის სიმსივნე, მინდა უკვდავი და ლამაზი ფიქრის დარწევა და ჩემს თითებში მომესმება გველის სისინი. იგი ირხევა, იკლაკნება და თან მიმონებს, ქაღალდზე შხამი დაანთხია, არა მელანი, მერე აფრინდა თითებიდან, როგორც მიმინო და გაიყოლა ჩემი მზერა, მზერა ელამი. დავხედავ ნაწერს და სტრიქონებს მისდევს თვალდათვალ, ვფიქრობ, დაწერა ალბათ უცხო ქალვაჟიანი, შედგტნენ თვალები, ყველაფერი თითქოს დამთავრდა, სიცივედაკრულს ველურივით გამაჟრიალებს. ასე წერია იქ სიტყვები ტვინის მღარავი: სიკვდილი მოდის, მოეღება სიცოცხლეს ბოლო, სიკვდილი მოდის, არ კლავს არავის.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი