სოფლური ტრაღედია
სოფელში მამალი ყიოდა უდროო დროს მამალი ბოროტი იყო მეტად. მამალი ყივილით არღვევდა მყუდროებას და თავს აწონებდა დედალს. მამალის პატრონი მამალმა გააბრაზა და დაკლა მამალი პატრონმა და გლეხის ქოხი და გლეხების დარბაზი, სიხარულისაგან ათრთოლდა. მამალი გლეხის ქალმა დამდუღრა, გაპუტა, მამალი გლეხის ქალმა აქნა და გალანცა... და გლეხის ბუხარი შუადღისას აფუტდა და ქარმა ფუტი ზეცაში განავრცო. ოჯახის წევრები ჩამოსხდენ ჯორკოებზე და ლობიოსფერი დაიდგეს სუფრა; თთები ამოქმედდნენ, ვითარცა კოვზები და სუფრა სუფევდა უბრად. საწყალი მამლისგან ძვლებიც არ დატოვეს და სუფრა დატოვეს ბოლოს... ოჯახის უფროსმა ჩიბუხი დატენა, ჩიბუხი დატოვა ბოლმა. და გაქრა მამალი - მყივანი უდროო დროს, მამალი ბოროტი მეტად. სოფელში მშვიდად ეძინა მყუდროებას და აღარ ეძინა დედალს.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი