ჩემს სეხნიას,შოთა ნიშნიანიძეს
(ლექსი წაწერილი საკუთარ პორტრეტზე) დახედავენ და იტყვიან უმალ: ვინ შეუცვალა ზღაპარს სახება, სად გაგონილა ასე ძალუმად ქართული სახის გაპარტახება. „მონღოლიაო“ — დასძენენ ფიცით, შეუკურთხებენ მნახველნი სურათს, შენ ხომ ამ გულის ამბავი იცი და ეს სურათი მიიღე ძმურად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი