ერთი დაღი აზის
ვერ ავიგე ვერსად ჩემი მშვიდი ბუდე, დავიღალე ყოფით, კვდომის გზები ვბურდე. გავიბლანდე ისე, აღარც ვუწყი ახლა, მარტო ვარ თუ მიქელ- გაბრიელი მახლავს. პესიმიზმის ბილიკს, ოპტიმიზმის გამზირს, ჩემი მოკლე ჭკუით ერთი დაღი აზის: ვერ აიგებ ვერსად ბუდეს, მშვიდს და მაღალს, დაიღლები ყოფით და სწორი გზით წახვალ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი